წითელი ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია ყურძნის გადამუშავება კლერტის და წიბწის დაზიანების გარეშე და მიღებული დურდოს ფერმენტაციის პროცესის სწორად მართვა, ტემპერატურის კონტროლი თბომცვლელი პერანგების მეშვეობით და მთრიმლავი ნივთიერებების მაქსიმალური ექსტრაქცია. მარცვლის კანის კონტაქტი მადუღარ ტკბილთან იძლევა ფერის და გემოს ინტეგრირებას წვენში, ყურძნის ტკბილში არსებული შაქრის ალკოჰოლად გარდაქმნის პარალელურად. ყურძნის კანი შეიცავს საინტერესო ნივთიერებებს, რომელთა ექსტრაქციის შედეგად წითელ ღვინოს ეძლევა ინტენსიური ფერი, ჯიშისთვის დამახასიათებელი ბუკეტი და გემო.
ფერმენტაცია – ექსტრაქციისთვის მოიხმარება სხვადასხვა ზომის უჟანგავი ფოლადის AISI 316/304 ცისტერნები ბრტყელი დახრილი ფსკერით ჭაჭის მარტივად გადმოყრის მიზნით და ჭაჭის დამასხურებელი (რიმონტაჟი) ან ჭაჭის ჩამზელი (პიზაჟი) მოწყობილობით, ეს შეიძლება იყოს ავტომატური მართვით ან ხელით სამუშაო.
შპს “გ.ბ. კონსალტინგი”-ს ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის წითელი ღვინის საფერმენტაციო ცისტერნებს მოცულობით 30ჰლ-დან 1230 ჰლ-მდე, მათ შორის: