კომპანია შპს გ.ბ. კონსალტინგი არის რეგიონის ლიდერი ღვინისა და სხვა ალკოჰოლური/უალკოჰოლო სასმელების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
კომპანიის შესაძლებლობები ფართოა და მას შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს საქართველოში წარმოებული თანამედროვე, მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადის სხვადასხვა ტიპის ავზები და უახლესი მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარები რაც საჭიროა ყურძნის ღვინის წარმოების სრული ციკლისთვის.
ავზების დამზადების პროცესში გამოყენებული უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადის მასალა და მაკომპლექტებელი არმატურა წარმოებულია ევროპაში არსებული პირველადი კომპანიების მიერ.
შპს გ.ბ. კონსალტინგი არის მრავალი ევროპული მულტინაციონალური კომპანიის წარმომადგენელი რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიების სექტორში.
1996 წელს კომპანიის დამფუძნებლის უშუალო მონაწილეობით საქრთველოში დაპროექტებული ევროპული ტიპის ღვინის საწარმოს გახსნიდან დღემდე კომპანიამ განახორციელა ათეულობით ღვინის ქარხნის პროექტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, დაამზადა 100 მილიონ ლიტრზე მეტი მოცულობის უჟანგავი ფოლადის ავზები-ცისტერნები.
კომპანიის წარმატების საფუძველია პერსონალის პროფესიული 40 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, თანამშრომელთა დაუღალავი შრომა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი.
საქართველო მიჩნეულია მეღვინეობის სამშობლოდ, რაც ჩვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა დარგის განვითარებისთვის.