თეთრი ღვინო
თეთრი ღვინო

თეთრი ღვინის წარმოებისთვის ხდება ყურძნის გადამუშავება კლერტის და წიბწის დაზიანების გარეშე. ბევრ შემთხვევაში ირჩევენ მიღებული დურდოს სიცივით მაცერაციას უშუალოდ დახურული ტიპის პნევმატურ  წნეხში, რითაც ვღებულობთ კონკრეტული ჯიშისთვის მეტად დამახასიათებელ არომატს. მაცერაციით ან მის გარეშე მიღებული ყურძნის ტკბილის დაწვდომის, ან ფლოტაციის შემდეგ ტკბილი გადაედინება ცისტერნა-ვინიფიკატორებში ალკოჰოლური დუღილისთვის, ნაზი და არომატული ღვინის მისაღებად მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი თბომცვლელი პერანგების მეშვეობით. თეთრი ღვინის სინაზე, ჯიშური ბუკეტი და გემო უშუალოდ დამოკიდებულია ალკოჰოლური დუღილის ტემპერატურაზე და დუღილის წარმოების დროზე.

ცისტერნა-ვინიფიკატორების დასამზადებლად მოიხმარება უჟანგავი ფოლადი AISI 316/304. ცისტერნები მზადდება კონუსური ფორმის ფსკერით და სახურავით. ვინიფიკატორზე დამონტაჟებულ არმატურას ირჩევს დამკვეთი თავისი შეხედულების მიხედვით.

შპს “გ.ბ. კონსალტინგი” ამზადებს სხვადასხვა გაბარიტების ცისტერნა-ვინიფიკატორებს, მოცულობით 15ჰლ-დან 1700 ჰლ-მდე, ტემეპერტურის რეგულირებისთვის საჭირო თბომცვლელი პერანგებით ან მის გარეშე. შესაძლებელია თბომცვლელი პერანგების თბო-ჰიდროიზოლაცია ენერგიის დაზოგვის მიზნით.