კომპანია შპს გ.ბ. კონსალტინგი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით კომპეტენტურია ღვინის მარნის და სხვა ალკოჰოლური სასმელების საწარმოების დაგეგმვაში. გააჩნია დიდი პრაქტიკა ძველი საწრამოს რეკონსტრუქციისთვის, პროექტის შექმნასა და განხორციელებისთვის ადგილობრივი ტრადიციების და დამკვეთის შეხედულების გათვალისწინებით, ახალი ბაზრისთვის შესაფერისი პროდუქციის მისაღებად.
- ღვინის ქარხნის დაპროექტება, წარმოების სრული ციკლის ტექნოლოგიის გათვალისწინებით მანქანა-დანადგარების უსაფრთხო საინსტალაციო გეგმარება.
- კომპანიის მიერ დამონტაჟებული მანქანა-დანადგარების დროულად უზრუნველყოფა საჭირო სათადარიგო ორიგინალი დეტალებით, გაურკვეველი პრობლემის მოძიება მოკლე ვადაში და კონსულტაცია, დანადგარების ავტომატური მართვის ბლოკის კორექტირება ეფექტის გაზრდის მიზნით.
- დანადგარების უსაფრთხო მომსახურებისთვის ბაქნების-პლატფორმების, კიბეების დაგეგმვა და მათი მონტაჟი.
- ღვინის ქარხანაში სიცივის თბოიზოლირებული მილგაყვანილობის შერჩევა და მონტაჟი ტემპერატურის ავტომატური რეგულირების შესაძლებლობით.
- თხევადი პროდუქტისთვის უჟანგავი ფოლადის მილგაყვანილობის მონტაჟი სანიტარული მდგომარეობის გათვალსიწინებით.
- სადისტილაციო პერიოდული მოქმედების აპარატების, უწყვეტი მოქმედების სახდელი კოლონების მონტაჟი საბრენდე სპირტის ან ჭაჭის/ხილის დისტილატის მისაღებად.